Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

2017-03-29
ინფორმაცია დასახლების საერთო კრების მოწვევის შესახებ

ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საბაჟოში, საბაჟოს საერთო კრების საინიციატივო ჯგუფის ინიციატივით გაიმართება დასახლების საერთო კრება.

08.04.2017, 15-00 საათი, საბაჟო

09.04.2017, 13-00 საათი, საბაჟო

09.04.2017, 15-00 საათი, საბაჟო.

დასახლების საერთო კრება - ქალაქის/დაბის/სოფლის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის პროცესში მოსახლეობის ქმედით ჩართულობას.

2017-03-29
ახალ ხიბულაში გამრიცხველიანების პროექტი მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს. დღეისათვის გამრიცხველიანებულია 19 ადმინისტრაციული ერთეული.

ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში პროექტის ძირითადი ნაწილი შესრულებულია და სამუშაო  უახლოეს დღეებში დასრულდება.

ქვემო ქვალონში მიმდინარე სამუშაოს პარალელურად, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროექტს ახორციელებს.

ახალ ხიბულაში გამრიცხველიანდება 607 აბონენტი, შეიცვლება 31517 გრძივი მეტრი სადენი და დამონტაჟდება 397 ერთეული რკინა-ბეტონის საყრდენი ბოძი.

ადმინისტრაციულ ერთეულში გამრიცხველიანების პროექტი  1 ივლისამდე დასრულდება.