Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

2017-03-28
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017
1 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტში სტარტს აიღებს, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, საჯარო სკოლების გუნდების მონაწილეობით. 
1 აპრილი, 1000 საათი -ფრენბურთი (ვაჟები), ხობის N1 საჯარო სკოლა;
2 აპრილი, 1000 საათი -ფრენბურთი (გოგონები), ხობის N1 საჯარო სკოლა;
5 აპრილი, 1500  საათი -გეზრბენი (გოგონები, ვაჟები), ცენტრალური სტადიონი;
6 აპრილი, 1500  საათი -მაგიდის ჩოგბურთი (გოგონები, ვაჟები),ხობის N1 საჯარო სკოლა;
8-9 აპრილი, 1000 საათი, მინი-ფეხბურთი (ვაჟები), ნ. შენგელიას სახელობის სტადიონი;
11 აპრილი, 1500  საათი -კალათბურთი(გოგონები, ვაჟები), ხობის N1 საჯარო  სკოლა;
22-23 აპრილი, 1000 საათი -მხიარული სტარტები, ხობის N1 საჯარო სკოლა.
სპორტული ღონისძიების მიზანია საზოგადოებისა და განსაკუთრებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტში მასობრივად ჩაბმა და სასკოლო სპორტის განვითარების ხელშეწყობა.
მუნიციპალურ პირველობაზე გამარჯვებული სკოლის გუნდები, მონაწილეობას მიიღებენ რეგიონალურ თამაშებში.
სპორტული ღონისძიება, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ორგანიზებით ხორციელდება.
 
2017-03-28
შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან

 28 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის - „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“,  საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“ წარმომადგენლებმა, „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ პროექტის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან  საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, სახიფათო ნარჩენებით (კერძოდ ქლორით) გარემოს დაბინძურების და მისგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ ისაუბრეს.

     პროექტის მიზანია, საქართველოში, ნარჩენების მართვისა და მოსახლეობის პასუხისმგებლობის გაღრმავების გზით, გააუმჯობესოს გარემო და შეამციროს მასზე კლიმატის ცვლილებების ზემოქმედება.
შეხვედრას, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და  გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.