Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

2017-03-26
ხობელ სპორტსმენთა წარმატება საქართველოს პირველობაზე

გურჯაანის სპორტ-კომპლექსში მიმდინარეობს ჭაბუკთა (schoolboy) შორის საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. შეჯიბრების პირველ დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 10 წონითი კატეგორიის ფალავნებმა გამოავლინეს ჩემპიონ-პრიზიორები. საქართველოს პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის“ სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა: დავით გვასალია (35 კგ. წონითი კატეგორია) – I ადგილი, კოტე სიჭინავა (73 კგ. წონითი კატეგორია) - I ადგილი, გიორგი აგუმავა (47 კგ. წონითი კატეგორია ) - I I I ადგილი. გამარჯვებულებს და საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.

2017-03-26
28 მარტიდან, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება

28 მარტიდან, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება. ამ მოვლენის აღსანიშნავად, სამი დღის განმავლობაში - 26, 27 და 28 მარტს, საქართველოში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ გადაადგილება შეეძლებათ შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას (გამონაკლისს წარმოადგენს დიდი ბრიტანეთი და ირლანდია) და ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას. უვიზო მიმოსვლა იმოქმედებს, ასევე, შენგენის კანდიდატ 4 ქვეყანასთან.