Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

2017-03-07
გამგებელი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას გაეცნო
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, „სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების უზრუნველყოფის კომისიის“ თავმჯდომარის მოადგილე შოლინა კანკია, კომისიის წევრებთან ერთად, ხობის, ახალსოფლის და ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოქალაქეების მომართვის საფუძველზე, ადგილზე გაეცნენ მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. 
ხობის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა მოქმედებს, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი სახლების შესაკეთებლად ერთჯერად ფულად დახმარებას (500 – 4000 ლარის ფარგლებში) ითვალისწინებს. 
2016 წელს, მუნიციპალური პროგრამით ოცდაერთმა ბენეფიციარმა ისარგებლა.
2017-03-07
საჯარო მოხელე ქალბატონებს ყვავილები მიართვეს

დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ  და გამგებლის  მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ   მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს საჯარო მოხელე ქალბატონებს 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს   და  ვარდები  მიართვეს.  

2017-03-07
„დედა და სილამაზე ერთია“
7 მარტს, ხობის თედო სახოკიას სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, გაზაფხულის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია  „დედა და სილამაზე ერთია“ გაიმართა. 
მოსწავლეები  დამსწრე საზოგადოების წინაშე ლექსებით და სიმღერებით  წარსდგნენ. ღონისძიებას,  მოწვეულ სტუმრებთან ერთად, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია ესწრებოდა.