Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

2017-03-06
გამგებელი ხობელ სპორტსმენებს შეხვდა

6 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია ხობელ წარმატებულ სპორტსმენებს და მწვრთნელ-მასწავლებლებს შეხვდა, რომლებიც 3-4 მარტს საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობდნენ. სპორტსმენებმა სხვადასხვა საპრიზო ადგილები დამსახურებულად დაიკავეს. 2017 წლის საქართველოს ჩემპიონის ტიტული ახალგაზრდებს შორის ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 55 კგ წონით კატეგორიში ნუგზარ წურწუმიამ მოიპოვა, ხოლო ამავე სახეობაში 60 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფოლობელი ჯონი ხეცურიანი გახდა. საქართველოს პირველობაზე კრივში 52 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი ბაკურ ჩიქოვანს გადასცეს, ხოლო ბრინჯაოს მედალოსნები დათა შამათავა (66 კგ) და ნიკა ჯაკონია (63 კგ) გახდნენ. გამგებელმა სპორტსმენებსა და მწვრთნელ მასწავლებლებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

2017-03-06
შიდა სასოფლო გზის სამუშაო პირველ მაისში დასრულდა
ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭიხუში შიდა სასოფლო გზის სამუშაოები დასრულდა.  დასრულებული სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ  დაათვალიერეს. 
    შიდა სასოფლო გზაზე დაიგო ბეტონის საფარი და  რკინა-ბეტონის ცხაური მოეწყო. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ  40570 ლარი  შეადგინა, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ლევიანა“ ახორციელებდა. სამუშაოზე ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასაქმებული.