Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728 

2017-02-15
ქვემო ქვალონში გზის მოსაფალტება მიმდინარეობს
14 თებერვალს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ზაზა ბუკიამ ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გიმოზგონჯილში, შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
  სოფელ გიმოზგონჯილში 2.4 კილომეტრ მანძილზე დაიგება ბეტონის საფარი, მოეწყობა მილხიდები, ეზოებში შესასვლელები და დამონტაჟდება  საგზაო ნიშნები.
 პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 630 ათას ლარს შეადგენს. 
 სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა - გზამშენი პირველი“ ახორციელებს.