Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728 

2017-02-13
კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

13 თებერვალს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი (დაჩი) ბერაიას ბიუროს ხელმძღვანელთან და საკრებულოს წევრებთან ერთად ქალაქ ხობში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში აღნიშნულ ქუჩაზე დაიგება ბეტონის საფარი, მოეწყობა მილხიდები, ეზოებში შესასვლელები და წყალსაწრეტი არხი. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 239 ათას ლარს შეადგენს და მას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა - გზამშენი პირველი“ ახორციელებს. სამუშაოზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

2017-02-13
„ც ჰეპატიტზე“ ლაბორატორიული გამოკვლევები ჩატარდება

13 თებერვლიდან ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „ც ჰეპატიტის“ მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ქ. ხობის (კოსტავას ქუჩა N3), პირველი მაისის, ჭალადიდის, შავ-ღელეს, ახალი ხიბულის, ძველი ხიბულის, ბია, ზემო ქვალონის, ნოჯიხევის, პატარა ფოთის, თორსის საექიმო ამბულატორიებში, ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის მარტივი და სწრაფი ტესტების საშუალებით, „ც ჰეპატიტზე“ ლაბორატორიული გამოკვლევებს ჩაატარებს. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს ზემოთ დასახელებულ სამედიცინო დაწესებულებებს.