Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728 

2017-02-10
დათა ხურცილავას სახელობის თასის გათამაშება მინი-ფეხბურთში

10 თებერვალს, დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე სტარტი აიღო აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, დათა ხურცილავას სახელობის თასის მეცხრე გათამაშებამ მინი-ფეხბურთში. ტურნირში ხობის, პირველი მაისის, ნოჯიხევის, ხეთის და სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გუნდები  მონაწილეობენ.
ღონისძიების გახსნის ცერემონიას დათა ხურცილავას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით ხორციელდება.
საფეხბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრები, 16 თებერვალს გაიმართება.