Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728 

2017-02-01
ხობის მუნიციპალიტეტში ორი ა(ა)იპ გაერთიანდა

ხობის გამგეობის სააქტო დარბაზში  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის მოადგილეები შეხვდნენ. საინფორმაციო შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა  ხობის მუნიციპალიტეტში რეორგანიზაციის შედეგად  ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრი“   და  ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ გაერთიანების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. გაერთიანებული  ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“ დირექტორად ბორის ბერაია და  დირექტორის მოადგილედ ხათუნა ხორავა წარადგინეს და წარმატებები უსურვეს.

2017-02-01
ქარიატაში ბონდის ხიდი გახსნეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბარნატორის მოადგილემ დავით კოდუამ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებლის მოადგილეებმა ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში ბონდის ხიდი გახსნეს და  დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს.
  ბონდის ხიდი ორ სოფელს: გაღმა ქარიატას და გამოღმა ქარიატას აკავშირებს ერთმანეთთან.
 ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 219 ათას ლარს შეადგენს.  
 ხიდის მშენებლობა 2016 წლის სექტემბერს დაიწყო და მშენებლობაზე ადგილობრივი მოსახლეობა  იყო  დასაქმებული.
 
2017-02-01
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალი პროექტი დაათვალიერეს
ქ. ხობში სტალინის ქუჩაზე მდებარე ადმნისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაობი დასრულდა. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ჩატარდა,  რომლის  ღირებულებაც  42000 ლარია.   სარეაბილიტაციო სამუშაოები  ი/მ კახა ჩიქოვანმა შეასრულა.
   შენობაში, სადაც  დევნილთა ამბულატორია  განთავსდება  აღიჭურვება  თანამედრვე  სამედიცინო ტექნიკით. პროფესიონალი ექიმები ახლო მომავალში დევნილ მოსახლეობას  მოემსახურებიან.
    დასრულებული სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებლის მოადგილეებმა დაათვალიერეს.