Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2017-01-18
სამუშაო შეხვედრა მავნებლების წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ანგულ მიქავა ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ყავისფერი ბაღლინჯოს (ხეშეშფრთიანი ბაღლინჯო) წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს.
მავნებლის წინააღმდეგ ეფექტური ღონისძიებების გატარების მიზნით ქართველი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, მომზადდა სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ახალი სახელმწიფო პროგრამა შემუშავდება. მავნებლის საწინააღმდეგოდ კომპლექსური ღონისძიებების ოპერატიულად გატარების მიზნით, ადგილზე შეიქმნება სამუშაო ჯგუფები.
 
ყავისფერი ბაღლინჯო, გასული წლის ზაფხულში, დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა. პოლიფაგი მავნებელი აზიანებს თხილსა და 100-ზე მეტი სახეობის სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურას.
2017-01-18
2017-1-18--18-57_am
2017-01-18
თათბირი შპს „ხობი დასუფთავება და განათებას“ თანამშრომლებთან
ხობის მუნუიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ  შპს „ხობი დასუფთავება და განათებას“  თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა  ჩაატარა.  გამგებლის განცხადებით უახლოეს პერიოდში გაფორმდება ხელშეკრულება  ორი ნაგავმზიდი ავტომანქანის და ასი ერთეული ურნის შესაძენად. შეძენილი ურნები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გადანაწილდება.
 შპს „ხობი დასუფთავება და განათებას“  დირექტორმა გიორგი თათარიშვილმა  იურიდიული პირის მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.  გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ანტონ ვარდიამ  თათბირის მონაწილეებს  გამგეობის შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის აუდიტორული დასკვნა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  სამინისტროს რეკომენდაციები გააცნო. გამგებელმა  შპს „ხობი დასუფთავება და განათებას“  თანამშრომლებს  შესაბამისი დავალებები  მისცა და აქტიური მუშაობისკენ მოუწოდა.