Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

2016-12-30
უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს

30 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, ხობის უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი „საახალწლო პაკეტი“ (ქათამი, შაქარი, კანფეტები, ნამცხვარი, ვაშლი, ლიმონათი) 54 ოჯახის 120 ბენეფიციარმა მიიღო. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო მომავალშიც გააგრძელებს სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობას და საქველმოქმედო აქციების ხელშეწყობას.

2016-12-30
სადღესასწაულო კონცერტი

30 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტში სადღესასწაულო განწყობა სუფევდა. მთელი დღის განმავლობაში ბავშვების გართობაზე თოვლის ბაბუა და ზღაპრების გმირები ზრუნავდნენ. დღის ბოლოს ხობის მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლში, საახალწლო კონცერტი გაიმართა. დარბაზში შეკრებილი მაყურებლის წინაშე  ჯგუფი „ურსა“, ფოლკლორული ანსამბლი „კოლხეთი“ და სხვა ადგილობრივი შემსრულებლები წარსდგნენ.

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ დამსწრე საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. დეპუტატმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ ჯგუფი „ურსა“ ხობის კულტურის სახლის გახსნის ცერემონიალზე მოიწვია. კულტურის სახლში, ამ ეტაპზე ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სადღესასწაულო ღონისძიებაზე, ასევე 2016 წლის ხობის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენებისა და მწვრთნელების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენებად და მწვრთნელებად დასახელდნენ:

ნუგზარ წურწუმია - ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი; მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი;

ჯონი ხეცურიანი - ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული;

ნიკა ყორშია - ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი;

გენადი კვიკვინია - მკლავჭიდში მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის პირველობის ვერცხლის პრიზიორი;

ვილენ გაბრავა - მკლავჭიდში მსოფლიო თასის გამარჯვებული და ვერცხლის პრიზიორი;

ანრი ბუკია - მკლავჭიდში ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი;

გოჩა სიჭინავა - მკლავჭიდში ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატის  ვერცხლის პრიზიორი;

გიგა კოდუა - მკლავჭიდში ჭაბუკთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის  ვერცხლის პრიზიორი;

 

მამუკა ყორშია - ბერძნულ-რომაულ ჭიდაობა;

ბაკურ ბუკია - ბერძნულ-რომაული ჭიდაობა;

სურაჯ გვასალია - ბერძნულ-რომაული ჭიდაობა;

ალმასხან ხუნჯუა - ბერძნულ-რომაული ჭიდაობა;

ზვიად ჭითაშვილი - ბერძნულ-რომაული ჭიდაობა;

კობა თუთბერიძე - მკლავჭიდი.

 ადგილობრივი ბიუჯეტიდან წარმატებულ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს, პირად საბანკო ანგარიშზე  თანხა ჩაერიცხათ.

2016-12-30
ხელისუფლების წარმომადგენლებმა საზოგადოებას შობა-ახალი წელი მიულოცეს

30 დეკემბერს ქ. ხობში ხობის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან გოჩა ქაჯაიასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ედიშერ ჯობავასთან  ერთად მოსახლეობას შეხვდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა  საზოგადოებას მიულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი და წარმატებები, კეთილდღეობა და დღეგრძელობა  უსურვეს.
    მაჟორიტარმა დეპუტატმა და ადგილოვბრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოისმინეს ასევე მოსახლეობაში არსებული პრობლემები და მათ შეძლებისდაგვარად გადაჭრის გზებზე ესაუბრნენ.