Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

2016-12-29
საახალწლო კონცერტი

29 დეკემბერს, ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, საახალწლო ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში, კონცერტი - „მრავალ ახალ წელს“ გაიმართა. ადგილობრივი მაყურებლის წინაშე, საბავშვო ბაღების აღმზრდელ-მასწავლებლები, აღსაზრდელები, სამუსიკო სკოლის და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის წრეების მოსწავლეები, ქართული და უცხოური სიმღერებითა და ცეკვებით წარსდგნენ. საახალწლო ღონისძიებას ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქალაქ ხობში, საახალწლო ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში, მორიგი ღონისძიება, 30 დეკემბერს - ხობის მუნიციპალიტეტის წარმატებული მწვრთნელებისა და სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალი და ანსამბლ „ურსას“ მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.

2016-12-29
ახალსოფელში სასათბურე მეურნეობა მოეწყო

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „ხორგის სათბურები“ ENPARD-ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებისათვის) მიერ დაფინანსებული პროექტის „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისათვის“ ფარგლებში მოპოვებული გრანტით, ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში სასათბურე მეურნეობა მოაწყო. კერძოდ, საგრანტო პროექტში მოპოვებული თანხითა და კოოპერატივის თანადაფინანსებით ( გრანტი - 67 600 ლარი; თანადაფინანსება 20000 ლარი) გაკეთდა სასათბურე მეურნეობა ბოსტნეული კულტურების მოსაყვანად, დამონტაჟდა წვეთოვანი სარწყავი და თერმული გათბობის სისტემები.
სასოფლო-სამეურნეო პროექტი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მონაწილეობით განხორციელდა.

2016-12-29
საჯარო კონკურსის საბოლოო შედეგები
ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის 2015 წლის 29 დეკემბრის სხდომაზე შეჯამდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2016 წლის 8 დეკემბერს გამოცხადებული საჯარო კონკურსების შედეგები.
ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების მეორე ეტაპზე დაშვებული 13 კანდიდატიდან განხილულ იქნა გასაუბრებაზე გამოცხადებული 5 კანდიდატის შედეგები (6 განაცხადზე), რომელთაგან დაკმაყოფილდა 4 განაცხადი. შესაბამისად, კომისიის მიერ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენილია 4 კანდიდატი.
ინფორმაცია საჯარო კონკურსების საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით იხილეთ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდების საინფორმაციო ბლოკში „ვაკანსია“.