Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

2016-12-27
მეუფე გრიგოლის ეპისკოპოსად კურთხევის 20 წლის იუბილე
26 დეკემბერს  ქალაქ თბილისში საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის დაბადებიდან 60 და ეპისკოპოსად კურთხევიდან 20 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია  გაიმართა, სახელწოდებით: ,,საქართველოს ეკლესიის საგანძური - ხობის მონასტრის სიწმინდეები. 
      კონფერენციაზე  გამომსვლელთა შორის იყო ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის  კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარი სპეციალისტი ძეგლთა დაცვის დარგში, ხობისა და ფოთის ეპარქიის სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის ცენტრის დირექტორი გოგიტა ჩიტაია, რომელმაც ხობის მონასტრის სატაძრო დღესასწაულზე, მარიამობა-მარაშინობაზე ისაუბრა.  კონფერენციას დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი (დაჩი) ბერაია ესწრებოდა. 
   მეუფე გრიგოლმა 1990 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე, რომელიც 1994 წელს დაამთავრა. 1989 წლის 14 ოქტომბერს ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ აკურთხა დიაკვნად სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, ხოლო 1990 წლის 27 მარტს მღვდლად ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში. 1994 წლის 2 თებერვალს მიენიჭა დეკანოზის წოდება. 1996 წლის 21 მარტს კი შემოქმედის მონასტერში ბერად აღკვეცა მთავარეპისკოპოსმა იობმა, ორი დღის შემდეგ, 23 მარტს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა, ხოლო მეორე დღეს, 24 მარტს სვეტიცხოვლის ტაძარში აღესრულა მისი კურთხევა ფოთის ეპისკოპოსად. 1996-2003 წლებში შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი იყო. 2003 წლის აპრილიდან გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის თავმჯდომარეა. 2003 წლის 7 სექტემბერს ებოძა მთავარეპისკოპოსის წოდება, ხოლო 2007 წლის 3 ივნისს მიტროპოლიტის წოდება.
    
     ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ულოცავს მეუფე გრიგოლს ამ მნიშვნელოვან თარიღს, უსურვებს ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას.
 

2016-12-27
საახალწლო ზეიმი საბავშვო ბაღებში

27 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში, მათ შორის ქ. ხობის NN2, გურიფულისა და პირველი მაისის საბავშვო ბაგა-ბაღში საახალწლო ზეიმი გაიმართა. საზეიმოდ მორთულმა ნაძვის ხემ, თოვლის პაპამ და პატარების კონცერტმა ბავშვობის წლები გაახსენა და გაამხიარულა დამსწრე საზოგადოება. 
ზეიმზე აღსაზრდელებმა შეასრულეს სიმღერები, ცეკვები და წაიკითხეს საახალწლო ლექსები. ღონისძიებებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც პატარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. ზეიმის შემდეგ პატარებმა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობისგან საახალწლო ტკბილეულის ნობათი მიიღეს.