Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

2016-12-26
ხეთაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

26 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ოხვამეკარში შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გოჩა სიჭინავამ დაათვალიერეს. პროექტს, რომლის ღირებულება 1521666 ლარია, შპს „ლევანი“ ახლორციელებს. აღნიშნულ ქუჩაზე დაიგო ბეტონის საფარი, გზის რეაბილიტაციის შედეგად, მოსახლეობას სოფლის ტერიტორიაზე გადაადგილება გაუადვილდება. მიმდინარე სამუშაოები ერთ კვირაში დასრულდება.

2016-12-26
საახალწლო ზეიმი სამუსიკო სკოლაში

26 დეკემბერს ქ. ხობის სამუსიკო სკოლაში საახალწლო ზეიმი ჩატარდა. სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სხვადასხვა კომპოზიტორების მიერ შექმნილი ნაწარმოებები და საახალწლო სიმღერები შეასრულეს, წაიკითხეს ლექსები. ღონისძიებას დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც პატარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და აღნიშნეს, რომ ხობის სამუსიკო სკოლა ის ნათელი წერტილია, სადაც მაღალ მუსიკალურ გემოვნებას უყალიბებენ ბავშვებს. ზეიმის დასასრულს პატარებს საჩუქრები დაურიგდათ.