Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

2016-12-22
ქ. ხობში ახალი საგზაო ნიშნები ამოქმედდა
ქალაქ ხობში  ავტოტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით შემოღებულ იქნა შემდეგი საგზაო ნიშნები:                      
 ა)  ჭყონდიდელის ქუჩა N3-თან სატვირთო მანქანების მოძრაობა 8 ტ ზემოთ აკრძალულია.
ბ) ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის შემოსასვლელთან მოძრაობა აკრძალულია  ცოტნე დადიანის ქუჩის მხრიდან. 
გ) ბერიას ქუჩაზე მოძრაობის მიმართულების მარცხენა მხარეს  (ყოფილი „უნივერმაღის“ მიმდებარედ)  დგომა აკრძალულია.
დ) 9 აპრილის ქუჩაზე  ცოტნე დადიანის ქუჩის მხრიდან ცალმხრივი მოძრაობის  ნიშანი .
ე) 9 აპრილისა  და  სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე,  ცალმხრივი მოძრაობის დასასრული .
ვ) 9 აპრილისა და სტალინის ქუჩების  გადაკვეთაზე,  სტალინის ქუჩის ორივე  მხრიდან  მთავარი  გზის მანიშნებელი საგზაო ნიშანი „მთავარი გზა“ .
ზ) 9 აპრილისა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე  9  აპრილის ქუჩის ორივე  მხრიდან  საგზაო ნიშანი „დაუთმე  გზა“ .
თ) ბერიას ქუჩაზე  სტალინის ქუჩის გადაკვეთასთან  ცალმხრივი მოძრაობის ნიშანი .
ი) სტალინისა  და  რუსთაველის ქუჩების  გადაკვეთაზე, სტალინის ქუჩის  მხრიდან  მთავარი  გზის მანიშნებელი საგზაო ნიშანი „მთავარი გზა“ .
კ) სტალინისა და  რუსთაველის ქუჩების გადაკვეთაზე, რუსთაველის ქუჩის მხრიდან  
საგზაო ნიშანი „დაუთმე  გზა“ .
ლ) თენგიზ  ქაჯაიასა  და  ჭყონდიდელის  ქუჩების  გადაკვეთაზე,  ჭყონდიდელის ქუჩის  მხრიდან  „დაუთმე  გზა“  .
 მ) თამარ  მეფის  სანაპიროზე  გორგასლის ქუჩის მხრიდან  „სატვირთო  მანქანების  მოძრაობა  აკრძალულია“  .
ნ) ყაზბეგის  ქუჩისა და სოხუმის გზატკეცილის  გადაკვეთაზე, ყაზბეგის  ქუჩიდან ცოტნე დადიანის ქუჩის მიმართულებით „სატვირთო  მანქანების  მოძრაობა  აკრძალულია“ . 
ო) კოსტავასა  და  აღმაშენებლის ქუჩების  გადაკვეთაზე, კოსტავას ქუჩის  ორივე  მხრიდან განთავსდეს  საგზაო  ნიშანი ,,მთავარი  გზის  მიმართულება’’, აღმაშენებლის მხრიდან  - 1 ცალი;
პ) კოსტავასა  და  აღმაშენებლის ქუჩების  გადაკვეთაზე,  აღმაშენებლის  ქუჩის  მხრიდან ფოთის  მიმართულებით  განთავსდეს  საგზაო  ნიშანი  „დაუთმე  გზა“ .
 ჟ) კოსტავასა  და  სტალინის  ქუჩების  გადაკვეთაზე,  კოსტავას  ქუჩის  ორივე  მხრიდან  განთავსდეს  საგზაო  ნიშანი „მთავარი  გზა“ . 
 რ) კოსტავასა და სტალინის ქუჩების  გადაკვეთაზე, სტალინის ქუჩის ორივე მხრიდან  განთავსდეს საგზაო  ნიშანი  „დაუთმე გზა“.
 
2016-12-22
განათლების ცენტრისათვის ახალი ინვენტარი და ტექნიკა შეიძინეს

ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სამუსიკო, კომპიუტერული და სასპორტო სკოლებისთვის შეკვეთილ და შეძენილ იქნა 10 500 ლარის ღირებულების 2 ცალი კომპიუტერი, ვიდეოპროექტორი ეკრანით, პიანინო, საოფისე კარადები, მერხები და სკამები.