Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

2016-12-21
ხობში ახალგაზრდული ეკო-ვიქტორინა ჩატარდა
21 დეკემბერს ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში „World Vision საქართველო ევროკომისიის“ მხარდაჭერითა და ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ჯგუფების ინიციატივით პროექტის ,,სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა მდგრადი და ეფექტური გადაწყვეტილებებისათვის“  ფარგლებში,  ეკო-ვიქტორინა   ჩატარდა.   ღონისძიების მიზანი იყო  მოსწავლეებში გარემოსდაცვითი საკითხებისადმი ცნობიერების დონის ამაღლება  და წინა საახალწლოდ ნაძვისხეების მოჭრის წინაააღმდეგ კამპანიაში ჩართვა.
    აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდა პროექტის პარტნიორი  საჯარო სკოლები  ხობისა და ზუგდიდის მუნციპალიტეტებიდან. თითოეული სკოლის გუნდი 5  წევრისგან შედგებოდა,   რომელიც დაკომპლექტებული იყო VIII-XII კლასის თითო მოსწავლით.
    პროექტში,  რომლის მიზანი ადგილობრივი თემის განვითარების ხელშეწყობაა სამოქალაქო აქტივიზმის პოპულარიზაციის გზით, ჩართულია 13 მუნიციპალიტეტის 60 სოფელი. 
  ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
2016-12-21
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა
2016 წლის 21 დეკემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა, რომელმაც განიხილა ინფორმაცია ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2016 წლის 8 დეკემბერს გამოცხადებული საჯარო კონკურსების ფარგლებში შემოსული განცხადებების შესახებ.
კონკურსებში მონაწილეობის მიღების მიზნით შემოსულია 19 პირის 23 განაცხადი, მათ შორის: გამგეობაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე - 14, საკრებულოს აპარატში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე - 9.
შემოსული განცხადებებიდან დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს 13 კანდიდატის 16 განაცხადი, რომელთაც კონკურსების პირველი ეტაპი გადალახეს.
კანდიდატებს, რომელთაც ვერ გადალახეს კონკურსების პირველი ეტაპი, 23 დეკემბრის 18:00 საათამდე მიეცათ შესაძლებლობა, მიმართონ საპრეტენზიო კომისიას.
საჯარო კონკურსების მეორე ეტაპი - გასაუბრება გაიმართება 2016 წლის 27 დეკემბერს.
დაინტერესებულ პირს, საჯარო კონკურსების პირველი ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეუძლა იხილოს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდების საინფორმაციო ბლოკში „ვაკანსია“, შემდეგ მისამართებზე: