Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

2016-12-19
გამგებელმა სამუშაო თათბირი გამართა

    19  დეკემბერს  ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ გამგებლის მოადგილეებთან ვარაზ გაბედავა და მახარე ჩოკორაიასთან ერთად,  თათბირი გამგეობის სხვადასხვა სამსახურის უფროსებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან გამართა.

   სამუშაო თათბირზე გამგებელმა მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე და მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.  სამსახურის უფროსემბა მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაო გრაფიკებზე ისაუბრეს.

    გამგებელმა დეტალურად გამოიკითხა ინფორმაცია  გამგებლის წარმომადგენლებისგან  სოფლებში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით და თითოეულ მათგანს შესაბამისი დავალებები მისცა. 

2016-12-19
ხობელი სპორტსმენი საქართველოს ჩემპიონი გახდა

16-17-18 დეკემბერს, ქალაქ თბილისში გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი WTF ტაიკვანდოში, სადაც მონაწილეობა მიიღო ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის ტაიკვანდოს ჯგუფის მოსწავლეებმა (მწვრთნელ-მასწავლებელი პ.ოჩიგავა).

ტურნირზე 41 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა და საქართველოს ჩემპიონი გახდა განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ტაიკვანდოს ჯგუფის მოსწავლე ქრისტინე ბუკია.

    ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ულოცავს ქრისტინეს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.