Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

2016-12-14
პოლონეთის გამოცდილების გაზიარება საქართველოს მუნიციპალიტეტებს

5-9 დეკემბერს პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და აღმოსავლეთ პარტნიორობის საჯარო ადმინისტრირების აკადემიის ორგანიზებით სემინარი „ადგილობრივი თვითმართველობის რეფორმა საქართველოში“ ჩატარდა. სემინარი მიზნად ისახავდა საქართველოში ადგილობრივ დონეზე მმართველობის გაძლიერებას და პოლონური გამოცდილების გაზიარებას. შეხვედრების დროს განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: სივრცითი დაგეგმარება, წყალმომარაგებისა და წყალარინების მართვა, ადგილობრივი თვითმმართველობის ფონდები და სოციალური დახმარება. სემინარი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააფინანსა. სემინარს, სხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია ესწრებოდა.