4 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის ღია პირველობა ჩატარდა. შეჯიბრში მონაწილეობდნენ თბილისის, აბაშის, სენაკის, ძველი სენაკის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ხობისა და საჯიჯაოს სპორტ სკოლების ნორჩი მოჭიდავეები.
შეჯიბრი 10 წონით კატეგორიაში ჩატარდა, სადაც ჩემპიონები და პრიზიორები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.