Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

2016-11-29
„სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების“ მუნიციპალური პროგრამა

ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2016 წლის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველ 21 ოჯახს, (რომლებიც რეგისტრირებული არიან მონაცემთა ერთიან ბაზაში, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 ათას და რომელთა სახლები ავარიულ მდგომარეობაშია)  სახლების შესაკეთებლად 37500 ლარის დახმარება გაეწიათ.

პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებმა მოქალაქემ, პროგრამის ფარგლებში სახლის შესაკეთებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიღებული 1000 ლარიანი დახმარებით, სახლის შეკეთება შესძლო.

„სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების უზრუნველყოფის კომისია“ მოქალაქეების წერილობითი მომართვის საფუძველზე, ადგილზე ეცნობა მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და კომისიის სხდომაზე, საკითხის დეტალური შესწავლის საფუძველზე ღებულობს გადაწყვეტილებას.