Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

2016-11-24
2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა
24 ნოემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში,  ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ბიუჯეტის პროექტი -  ძირითადი პარამეტრები და პრიორიტეტები დამსწრე საზოგადოებას, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა დავით ჭოჭუამ გააცნო. დ. ჭოჭუას განმარტებით: ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვრა 6633,8 ათასი ლარით აქედან: გადასახადები 6000,0 ათასი ლარი, გრანტები 220.0 ათასი ლარი (აქედან: 220,0 ათასი ლარი - მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად), სხვა შემოსავლები 413.8 ათასი ლარი. 
ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაში საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, საკრებულოს წევრები, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.