Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

2016-11-17
„მოყვარულთა თასი 2016“
16 ნოემბერს, ქალაქ  მარტვილში, “მოყვარულთა თასი 2016“-ის მორიგი მატჩი გაიმართა. სადაც ერთმანეთს ხობის „კოლხეთის“ (ქ. ხობის და პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულები) და ჩხოროწყუს მოყვარულ ფეხბურთელთა  გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა, ხობელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3-1 დასრულდა. ამ გამარჯვებით, ხობელმა ფეხბურთელებმა მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს. მომდევნო შეხვედრა, 25 ნოემბერს, ქ. თბილისში გაიმართება..
სპორტული ღონისძიება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით ხორციელდება.
 
2016-11-17
ტრენინგი „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემის“ შესახებ
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებს პროექტს  „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების თანამშრომლებისთვის,  სააგენტოს პროგრამული უზრუნველყოფის ბიზნეს კონსულტანტი გიორგი დალაქიშვილი მართავს  ერთკვირიან ტრენინგს „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემის“ (მმს) ფუნქციონირებისა და მოხმარების წესების შესახებ. 
„მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“ მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს, შეფერხებების გარეშე, სწრაფად და კომფორტულად ისარგებლოს ისეთი მუნიციპალური მომსახურებებით, როგორიცაა  ფულადი სოციალური დახმარება, მშენებლობის ნებართვები, ქონების პრივატიზაცია, მიწის ლეგალიზაცია  და ა.შ.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ პროექტის „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“  ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთ საპილოტე მუნიციპალიტეტად არის შერჩეული.
„ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ პროგრამის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, 2015 წლის ოქტომბრიდან დაინერგა და ეფექტურად ფუნქციონირებს დოკუმენტთბრუნვის ელექტრონული სისტემა; ხოლო 2016 წლის მარტიდან ფუნქციონირებს მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა ფულადი სოციალური დახმარების გაცემის მიმართულებით.