Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

2016-11-11
ხობში კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
✅ხობში, კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტს, მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად,  საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 849 849 ლარი გამოეყო.
კულტურის სახლში მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ   დაათვალიერეს. 
ხობს თანამედროვე სტანდარტების კულტურის სახლი ექნება. ამ დროისთვის ისტორიულ შენობას სრული რეაბილიტაცია უტარდება. მთლიანად იცვლება სცენა, შიდა და გარე ინტერიერი, ეწყობა მთავარი დარბაზი, საგრიმიორო, სარეპეტიციო ოთახები, განათების, გათბობის, წყლის და უსაფრთხოების სისტემები.
სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „კომპანიონი“ ახორციელებს. სამუშაოზე 15 ადგილობრივია დასაქმებული.
კულტურის სახლის რეაბილიტაციის პროექტი 2017 წელს დასრულდება.
 
2016-11-11
ხეთაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ,  ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ოხვამეკარში, შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. 
პროექტის ფარგლებში დაიგება ბეტონის საფარი, ამოიწმინდება სანიაღვრე არხები და მოეწყობა რკინის ცხაურები. 
ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 152166 ლარია.
სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ლევიანა“ ახორციელებს.