Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

2016-10-25
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ ადმინისტრაციულ ერთეულებში

ხობის მუნიციპალიტეტის ბიის და პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულებში,  „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

ბია

  •   აშენდა ორი წისქვილი;
  •  შეკეთდა შიდა სასოფლო გზები
  •   ამოიწმინდა სანიაღვრე არხები.
  •  მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების

      განსახორციელებლად გამოიყო 26314 ლარი.

 პატარა ფოთი

ამოიწმინდა სანიაღვრე არხები;

  •  მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების

    განსახორციელებლად გამოიყო 16962 ლარი.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის განკარგულებით, ხობის მუნიციპალიტეტს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად 848311 ლარი გამოეყო.

2016-10-25
ხობელ მოკრივეთა წარმატება
20-23 ოქტომბერს, მესტიის მუნიციპალიტეტის სპორტულ კომპლექსში  ,,სპორტის განვითარების ცენტრის" ორგანიზებით გაიმართა, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ალიოშა ჯაფარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი კრივში, სადაც წარმატებით იასპარეზეს ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის კრივის ჯგუფის მოსწავლეებმა  (მწვრთნელ-მასწავლებლები ე.თოდუა, თ. აბულაზე) და სამ წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტულს დაეუფლნენ.
I ადგილი - დემურ ქაჯაია (34 კგ. წონით კატეგორია);
I ადგილი  - გიორგი ახალაია  (58 კგ. წონით კატეგორია);
I ადგილი  - ნიკა ჯაკონია (60 კგ. წონით კატეგორია);
გამარჯვებული სპორტსმენები ტურნირის ორგანიზატორებმა თასებით, მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვეს.