Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

2016-09-30
ზუბის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზუბში საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში განხორციელდება სამზარეულოს, საძინებლის და სათამაშო ოთახის რეაბილიტაცია. 
ინფრასტრუქტურული პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 21102 ლარია. სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ინდივიდუალური მეწარმე „ბადრი ბუკია“ ახორციელებს.
2016-09-30
ხობში სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ ხობში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტის ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით, ცენტრალური სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში განხორციელდება: ტრიბუნების რეკონსტრუქცია, დამონტაჟდება 4000 ინდივიდუალური სკამი, აშენდება ახალი შენობა-ნაგებობა სპორტსმენთა და მწვრთნელთათვის, მოწესრიგდება წყლის მომარაგების, კანალიზაციის, ელექტროგაყვანილობის სისტემა. პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება და მისი ღირებულება 444 998 ლარია. სამუშაოს, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ტოტალი“ ახორციელებს. ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ლევან შონიას მხარდაჭერით ხორციელდება.