Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

2016-09-27
სოხუმის დაცემიდან 23 წელი გავიდა

სოხუმის დაცემიდან 23 წელი გავიდა. სისხლისმღვრელ ომში, ათეულობით ათასი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასეულობით ათასი ადამიანი იძულებული გახდა მშობლიური სახლ-კარი დაეტოვებინა. 27 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს წარმომადგენლებმა, პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულების ხსოვნას და ნოჯიხევში, ხვიჩა ცხადაიას საფლავი ყვავილებით შეამკეს. ხობის მონასტერში დეკანოზმა ილია ლომაიამ და ხობის წმინდა სამების სახელობის ტაძარში დეკანოზმა კირიონ დარასელიამ საქართველოს ერთიანობისათვის თავდადებულთათვის პანაშვიდი გადაიხადეს. ხვიჩა ცხადაია 1974 წელს დაიბადა ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევში. დაამთავრა ქ. სოხუმის მეთხუთმეტე საშუალო სკოლა. ის, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებაზე ოცნებობდა, მაგრამ აფხაზეთში დაწყებულმა საომარმა მოქმედებამ ხელი შეუშალა. ხვიჩა ცხადაია საკუთარი სურვილით გამოცხადდა სოხუმის სამხედრო კომისარიატში და 23-ე ბრიგადის მეორე ბატალიონის მეორე ასეულში ჩაირიცხა მებრძოლად. ახალგაზრდა ვაჟკაცი გუმისთასთან და აჩადარასთან მამაცურად იბრძოდა ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის. 17 მარტს, 19 წლის ვაჟკაცი მტრის მიერ, ვერაგულად ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა. ხვიჩა ცხადაია, მხედრული მამაცობისთვის, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის ორდენით დაჯილდოვდა.

2016-09-27
ხობში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება

27 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ხობის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები, მწვრთნელები, სპორტსმენები და სპორტის სფეროში დასაქმებული ადამიანები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე, მგფ-ის წარმომადგენლებმა სპორტული კომპლექსის არქიტექტურაზე, დაფინასების წყაროებზე და მშენებლობის პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს. ხობის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის პროექტში გათვალისწინებულია ჭიდაობის, კრივის, ბილიარდის, ჭადრაკის, მკლავჭიდის, კინოს და საკონფერენციო დარბაზების, საუნას, სამედიცინო ოთახების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოწყობა. სპორტული კომპლექსის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება და მისი ღირებულება 2 მილიონ 500 ათასი ლარია. ინფრასტრუქტურული პროექტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ლევან შონიას მხარდაჭერით ხორციელდება.

2016-09-27
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ განხორციელებული პროექტები

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი დასრულებულია. პირველ და მეორე გურიფულში ამოიწმინდა სანიაღვრე არხები; საჯიჯაოში აშენდა მოსაცდელი და შეკეთდა შიდა სასოფლო გზები;  ხამისკურში დასრულდა სამანქანო ხიდის რეაბილიტაცია, შეკეთდა შიდა სასოფლო გზები; ხეთაში შეკეთდა შიდა სასოფლო გზები, ამოიწმინდა სანიაღვრე არხები და მოეწყო ხიდბოგირები;  ქვემო ქვალონში შეკეთდა შიდა სასოფლო გზები, ამოიწმინდა სანიაღვრე არხები; საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის განკარგულებით, ხობის მუნიციპალიტეტს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად 848311 ლარი გამოეყო.