Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

2016-09-15
რამაზ კიტიას სახელობის ტურნირი დაიწყო

15 სექტემბერს, ქალაქ ხობში, ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონზე სტარტი აიღო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სოფელ ხურჩაში დაღუპული ხობელი პოლიციელის რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილმა ხობის მუნიციპალიტეტის პირველობამ მინი-ფეხბურთში. შეჯიბრში მუნიციპალიტეტში არსებული წარმოება-დაწესებულებების თანამშრომლებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობენ. სპორტული ღონისძიება, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორგანიზებით ხორციელდება. პირველი მატჩში „კოლხეთმა“ შსს ხობის პოლიციის სამმართველოს გუნდი დაამარცხა. მეორე შეხვედრაში ერთმანეთს, გამგეობისა და "ლიბერთი ბანკის" გუნდები დაუპირისპირდებიან. ფინალური მატჩები, 21 სექტემბერს, ახალ ხიბულაში, რამაზ კიტიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.

2016-09-15
გამგებლის მილოცვა ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით

ძვირფასო მოსწავლეებო, პედაგოგებო, მშობლებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით მინდა მოვეფერო პირველკლასელებს და მივულოცო ცოდნის ტაძარში პირველი ნაბიჯების გადადგმა, რამეთუ ისინი არიან ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე.
მინდა თითოეულ თქვენთაგანს ვუსურვო ახალი ენერგიითა და შემართებით სწავლის გაგრძელება. იმედს გამოვთქვამ, რომ სკოლაში მიღებული ცოდნა, განათლება აღმოჩნდება ის მყარი ბალავარი, რომელზედაც დასაფუძვლდება საქართველოს მომავალი. 
საფუძვლიანი და მრავალმხრივი განათლება ქვეყნის სახელმწიფოებრივი სიმტკიცისა და ერთიანობის საწინდარია! მისია, რომელიც მასწავლებელს ღვთისა და ერის წინაშე აქვს, შეუფასებელია. მასწავლებლებო, თქვენ წლების განმავლობაში მუხლჩაუხრელად ემსახურებოდით მომავალი თაობების აღზრდას. თქვენ, თავდადებული შრომით, დიდი წვლილი შეგაქვთ საქართველოს განვითარებაში. ქედს ვიხრი თქვენი ღვაწლის წინაშე და გისურვებთ წარმატებებს ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი
გოჩა ქაჯაია

2016-09-15
სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
15 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. წელს, ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში 383 პირველკლასელი ჩაირიცხა. პირველკლასელებს სახელმწიფოსგან საჩუქრად ნეტ-ბუკები გადაეცა, გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლებითა და პროგრამებით. 
მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ბეატრის რუსიამ მიულოცეს.