Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

2016-09-13
ბაღებში ინვენტარის შეტანა ორ ეტაპად განხორციელდება
ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების" 8 სტრუქტურულ ერთეულში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შესყიდული, 15 ათასი ლარის ღირებულების (ლეიბი, საბანი, თეთრეული...) საქონლის შეტანა ორ ეტაპად განხორციელდება. 
ზემო ქვალონისა და პირველი მაისის საბავშვო ბაღებში მოწესრიგდა ელექტრო გაყვანილობის სისტემა (1300 ლარი). ხოლო, წლის ბოლომდე, ცამეტი საბავშვო ბაღის 400 აღსაზრდელისთვის შესყიდული იქნება 1689 ლარის ღირებულების სასმელი წყალი.
2016-09-13
ანონსი - რამაზ კიტიას სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში
15 სექტემბერს, ქალაქ ხობში, ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონზე სტარტს აიღებს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სოფელ ხურჩაში დაღუპული ხობელი პოლიციელის რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა მინი-ფეხბურთში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წარმოება-დაწესებულებების გუნდების მონაწილეობით.
ფინალური შეხვედრები, 21 სექტემბერს, ახალ ხიბულაში, რამაზ კიტიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.
სპორტული ღონისძიება, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორგანიზებით ხორციელდება.
 
„ა“ ჯგუფი 
 
1. გამგეობა 
2. „ლიბერთი ბანკი“ 
3. პოლიცია 
4. „კოლხეთი“ 
 
„ ბ“ ჯგუფი
 
1. “კრისტალი“
2. სახანძრო-სამაშველო სამსახური
3. GPR 
4. საგანმანათლებლო რესურსცენტრი