Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

2016-08-17
სამედიცინო-ლაბორატორიული გამოკვლევები

17 აგვისტოს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროგრამის ფარგლებში, „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში“, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, გადამდები და არაგადამდები დაავადებების პრევენციის მიზნით, შერჩევითობის პრინციპის დაცვით, ქალაქ ხობის მოსახლეობას სამედიცინო-ლაბორატორიული გამოკვლევები ჩაუტარეს.

2016-08-17
ახალი წიგნი
„პოლიტიკის სოციოლოგიის საკითხები“, ხობის მკვიდრის, სოციოლოგიის დოქტორის, შორენა კორტავას მესამე აკადემიური ნაშრომია. ნაშრომი ორ ნაწილად იყოფა. I- ძალაუფლება, როგორც კომუნიკაციის საშუალება. II- პოლიტიკური სისტემა და მისი შემადგენელი კომპონენტები. წიგნში განხილულია ჟან ბოდრიარის, ნიკლას ლუმანის, მიშელ ფუკოს, ფერნან ბროდელის და სხვა ცნობილი პოსტმოდერნისტი ავტორების ნააზრევი.
შორენა კორტავამ 2011 წელს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე - „საზოგადოების ძალაუფლებრივი თეორიები“. 2014 წელს გამოვიდა მისი პირველი წიგნი - „საზოგადოება, ინდივიდი, ძალაუფლება: არაკლასიკური სოციოლოგიური თეორიები“, 2016 წელს გამოიცა მეორე წიგნი - „პოსტმოდერნიზმი და თანამედროვეობა“. ამჟამად, მეცნიერი აკადემიურ მოღვაწეობას ეწევა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ავტორმა, ხობის მუნიციპალიტეტის თედო სახოკიას სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა სამივე წიგნი. ასე, რომ დაინტერესებულ მკითხველს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს მეტად საინტერესო ნაშრომებს სოციოლოგიისა და პოსტმოდერნიზმის საკითხებზე.
2016-08-17
აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა
საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) საგრანტო პროგრამა დაიწყო!
აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის მიზნებია:
• პირველადი წარმოების პროდუქტის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდის ხელშეწყობა;
• არსებული ბაღების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების ხელშეწყობა;
• მოქმედი გადამამუშავებელი და შემნახველი აგროსაწარმოების გაფართოებისა და მოდერნიზაციის ხელშეწყობა;
• საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა;
პროგრამის კომპონენტები:
პროგრამა მოიცავს კომპოპენტებს როგორც ინდივიდუალური ფერმერების, ასევე გადამამუშავებელი საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების თანადაფინანსებისთვის.
• პირველადი წარმოების კომპონენტი - ინდივიდუალური ფერმერების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსება;
• გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტი - მოქმედი გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსება;
პროგრამის პრიორიტეტები
პროგრამის განხორციელების მიზნობრივი გეოგრაფიული არეალია: 
• შიდა ქართლი;• კახეთი;• სამეგრელო; • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.
პირველადი წარმოების და გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტების ფარგლებში დასაფინანსებელი სასოფლო-სამეურნეო კულტურები:
• ხურმა, ვაშლი, ატამი, კივი,  ბოსტნეული,  დაფნა, თაფლი,  ლურჯი მოცვი.
 საგრანტო პროგრამას ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: http://apma.ge/projects/read/agricultural_industry/16:paren 
პროგრამით  დაინტერსებულ პირებს დეტალური ინფორმაციისთვის შუძლიათ მიმართონ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიულ  ორგანოს -ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურს,  შემდეგ მისამართზე: ქალაქი ხობი, ცოტნე დადიანის N189, ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მე-3 სართული, ოთახი 303, ტელეფონი 595 858393; 595 858322.