Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

2016-08-15
ანაკლიის „მომავლის ბანაკი"
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“, ახალგაზრდულ პროგრამას - ,,მომავლის ბანაკი“  წლებია ახორციელებს.
2 სექტემბერს, ანაკლიის  „მომავლის ბანაკში"  18  ხობელი ახალგაზრდა  გაემგზავრება, რომლებიც პროგრამით გათვალისწინებულ აქტივობებში მიიღებენ მონაწილეობას.
 „მომავლის ბანაკის" ბენეფიციარებს 14-18 წლამდე მოზარდები წარმოადგენენ საქართველოს ყველა  რეგიონიდან. მონაწილეების შერჩევა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელა. უპირატესობა მიენიჭა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს და მათ შორის, სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენლებს. 
პროექტში ჩართული მოზარდები გაივლიან სპეციალურად შემუშავებულ მოდულებს (როლური თამაშები, დისკუსიები, პრაქტიკული სავარჯიშოები) ადამიანის უფლებების, ბავშვთა უფლებების, ეკოლოგიის, ჰიგიენისა და საქართველოს ისტორიის შესახებ. 
პროექტის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით, ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოცილური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა.
 
2016-08-15
შუა ხორგაში გამრიცხველიანების სამუშაოები მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე  შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში ხორციელდება 0,4 კვ-ის ქსელის სარეაბილიტაციო და ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოები.   რეაბილიტაციის შედეგად დამონტაჟდება რ/ბ. 222 საყრდენი და 11335 მ. სიპ.სადენი.
დღეისათვის,  სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მიერ, ხობის მუნიციპალიტეტის 16 ადმინისტრაციული ერთეულია ინდივიდუალურად  გამრიცხველიანებული.