Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

2016-08-13
ფოთისა და ხობის ეპარქიის 20 წლის იუბილე აღნიშნეს
13 აგვისტოს, ქალაქ ფოთში, ფოთისა და ხობის ეპარქიის 20 წლის იუბილე აღნიშნეს. საკათედრო ტაძარში უფლისადმი სამადლობელი პარაკლისი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლთან ერთად სხვადასხვა ეპარქიის მღვდელმთავრებმა აღავლინეს. საკათედრო ტაძრის პირველ სართულზე საზეიმოდ გაიხსნა საკონფერენციო დარბაზი, ტაძრის ეზოში კი გამოფენა მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო საკათედრო ტაძრის მშენებლობის ამსახველი ფოტო-მასალა. 
ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ფოიეში პროფესორ ვაჟა შუბითიძის წიგნის ,,ნიკო ნიკოლაძე-კაცი სახელმწიფო“ პრეზენტაცია შედგა. ფოთის თეატრის სცენაზე, თეატრალურმა დასმა ეპარქიის ისტორია გააცოცხლა. მაყურებლის წინაშე, ასევე ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებიც წარსდგნენ.
ფოთის მუნიციპალიტეტმა მეუფე გრიგოლს ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა. ფოთისა და ხობის ეპარქიის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები, მღვდელმსახურები, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ნატოს ცენტრის ხელმძღვანელი პირები, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ადგილობრივი ხელისუფლების, სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.