Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

2016-08-12
ხობის საპატიო მოქალაქეები

„ცოტნეობის“ დღესასწაულზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ბუკიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის მერი აბრამიას, ალექსანდრე არჩაიას, ანგულ მიქავას, გია გურულს ხობის საპატიო მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობები ხოლო კობა თუთბერიძეს „ცოტნე დადიანის სახელობის პირველი ხარისხის ჯილდოს მფლობელის“ ტიტულის მოწმობა გადასცეს.
ხობის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის, ხობის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ:
მერი აბრამიას, ცოტნეობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული ღვაწლისა და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის;
ალექსანდრე არჩაიას, ცოტნეობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული ღვაწლისა და განათლების სფეროში შეტანილი წვლილისთვის;
ანგულ მიქავას, ცოტნეობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
გია გურულს, ცოტნეობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის (ფეხბურთი) განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

სპორტის სფეროში (მკლავჭიდი) შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, კობა თუთბერიძეს მიენიჭა „ცოტნე დადიანის სახელობის პირველი ხარისხის ჯილდოს მფლობელის“ ტიტული და გადაეცა „ცოტნე დადიანის სახელობის პირველი ხარისხის ჯილდო“ – 500 ლარი.

 

2016-08-12
ხობში საეკლესიო-სახალხო დღესასწაული „ცოტნეობა“ იზეიმეს

12 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტში ტრადიციული საეკლესიო-სახალხო დღესასწაული „ცოტნეობა“ აღინიშნა. ხობის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ხალხური ყოფისა და რეწვის ნიმუშების, ნახატების, ხეზე კვეთის ნიმუშების და ფერწერული ტილოების გამოფენა, ღონისძიებას განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა სპორტული შეჯიბრებები ქართულ ჭიდაობაში, ლელობურთში, მკლავჭიდსა და ნარდში. სახელდახელოდ მოწყობილ ფაცხებში, სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ ადგილზე დაეგემოვნებინათ მეგრული კერძები და მონაწილეობა მიეღოთ მათ მომზადებაში.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ დღესასწაულზე მობრძანებულთ „ცოტნეობა“ მიულოცეს და ისაუბრეს წმინდა ცოტნე აღმსარებელის განსაკუთრებული ღვაწლისა და ჰუმანიზმის შესახებ.
„ცოტნეობის“ დღესასწაულზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან შონია და მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია იმყოფებოდნენ. 
დღესასწაული გრანდიოზული კონცერტით დასრულდა. მაყურებლის წინაშე თავიანთი შემოქმედებით დათო არჩვაძე, ანრი ჯოხაძე, სოფო ბედია, „ქართული ხმები“, რეგიონის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები წარსდგნენ.

2016-08-12
წმინდა ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღე
12 აგვისტოს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, სადაც გადმოცემის თანახმად ცოტნე დადიანია დაკრძალული, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა. ღვთისმსახურებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ცოტნე დადიანი ქართული პოლიტიკური აზრისთვის საქართველოს პროგრესული ძალების კონსოლიდაციის, შთამომავლობისათვის კი ეროვნული თავისუფლებისა და ეროვნულ ძალთა შეკავშირების სიმბოლოა. უმეფობის ხანაში მონღოლებმა რაჭის ერისთავთან ერთად ის დასავლეთ საქართველოს გამგებლად დანიშნეს. დადიანი მონაწილეობდა კოხტაგორის შეთქმულებაში, რომლის მიზანი იყო მონღოლების წინააღმდეგ აჯანყების მოწყობა. მონღოლებმა შეთქმულების შესახებ შეიტყვეს, მონაწილეები დააპატიმრეს და ანისში თავიანთ ნოინს მიჰგვარეს. ქართველები უარყოფდნენ შეთქმულებისთვის მზადებას, თუმცა ნოინისთვის მათი არგუმენტები ნაკლებად დამაჯერებელი იყო. იმისთვის, რომ ქართველებს ეღიარებინათ, თუ რა გეგმას ამუშავებდნენ, მათ თაფლი წაუსვეს და მცხუნვარე მზის ქვეშ დასვეს. ცოტნე დადიანი შემთხვევით გადაურჩა დაპატიმრებას. ჟამთააღმწერლის ცნობით, როდესაც დადიანმა შეთქმულების მონაწილეთა ამბავი გაიგო, ანისში ჩავიდა და ნებაყოფლობით გაიზიარა თანამებრძოლების ხვედრი — ტანზე გაიხადა და მეგობრებთან დაჯდა. ცოტნე დადიანის გმირულმა საქციელმა მონღოლები დაარწმუნა ქართველების ნათქვამში, რომ ისინი აჯანყების მოსაწყობად კი არ შეიკრიბნენ, არამედ სათათბიროდ, რათა შეწერილი ხარკის აკრეფის საკითხი გადაეწყვიტათ. მონღოლებმა ქართველი პატიმრები გაუშვეს და თავდებად ცოტნე დაუყენეს. ცოტნე დადიანის ქმედება სამაგალითო გახდა პატრიოტი ქართველებისთვის. სწორედ ამიტომ, 1999 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა იგი წმინდანად შერაცხა. ცოტნე დადიანი მშობლებთან ერთად ხობის ეკლესიის ფრესკაზეა გამოსახული.
2016-08-12
სპორტული შეჯიბრებები „ცოტნეობის“ დღესასწაულზე
12 აგვისტოს, „ცოტნეობის“ დღესასწაულზე მეტად საინტერესო შეჯიბრებები გაიმართა: ქართულ ჭიდაობაში, ლელობურთში, ჭადრაკსა და ნარდში.
ქართულ ჭიდაობაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ სხვადასხვა წონით კატეგორიაში:
I ადგილი
45 კგ. წონით კატეგორიაში - თემურ კუპრაძე;
52 კგ. წონით კატეგორიაში - ამირან ხელაია;
60 კგ. წონით კატეგორიაში - ბაკურ ბახტაძე;
66 კგ. წონით კატეგორიაში - ნიკა ღურწკაია;
74 კგ. წონით კატეგორიაში - არჩილ ლიპარტია;
80 კგ. წონით კატეგორიაში - ლევან გვარამია;
84+ კგ. წონით კატეგორიაში - ვახტანგ კემულარია.
გოგი ბუკიას ხსოვნისადმი მიძღვნილ ხობის მუნიციპალიტეტის პირველობაზე ნარდში გამარჯვებული მალხაზ იოსავა გახდა, მეორე ადგილი ლაშა ვართაგავამ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე გრიგოლ თოდუა გავიდა. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ მონარდეებს ფასიანი საჩუქრები (ნარდი) და ფულადი ჯილდო გადაეცათ. 
ტურნირის გამარჯვებული გოგი ბუკიას სახელობის საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ ხობის მუნიციპალიტეტის აბსოლუტურ პირველობაზე ჭადრაკში.
I ადგილი - ბადრი ლომაია;
II ადგილი - გიორგი ლატარია;
III ადგილი - რომანოზ ჯგერენაია.
მუნიციპალიტეტის პირველობაზე ლელობურთში გამარჯვებული პატარა ფოთის გუნდი გახდა, მეორე ადგილი ახალმა ხიბულამ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე თორსა-დღვაბის გუნდი გავიდა.
საინტერესოდ წარიმართა რეგიონის პირველობა ლელობურთში ხობის, სენაკის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტების და თვითმმართველი ქალაქ ფოთის გუნდების მონაწილეობით. რეგიონული პირველობის გამარჯვებული ფოთელები გახდნენ, რომელთაც ფინალურ შეხვედრაში ხობელი ახალგაზრდები ანგარიშით, 7-4 დაამარცხეს, მესამე ადგილი ზუგდიდის გუნდმა დაიკავა.
გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს სამეგრელო-ზემო სვანეთის ლელოს ფედერაციის მიერ დაწესებული თასები, მედლები, სიგელები, ფორმები და ფულადი ჯილდო გადაეცათ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულები და საპრიზო ადგილებზე გასულები დააჯილდოვეს.