Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

2016-08-11
მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების“ სააგენტომ სამოქმედო გეგმის მიხედვით წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელება ხობის მუნიციპალიტეტში დაიწყო. 
გეგმა-გრაფიკის მიხედვით წიგნების დარიგება ყველა რეგიონში განხორციელდება და მიმდინარე წლის 14 სექტემბრამდე დასრულდება.
 
2016-08-11
პროექტი „გენეტიკური ვარიაცია საქართველოში“
11 აგვისტოს, „გენეტიკური ვარიაცია საქართველოში-მასალები კავკასიის ისტორიისთვის“ კვლევითი პროექტის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტში კვლევას, აშშ-ს პენსილვანიის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დეპარტამენტის დოქტორი თეოდორ შური, ისტორიისა და სოციალურ მაცნიერებათა დეპარტამენტის დოქტორი არამ იარდუმიანი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი რამაზ შენგელია და ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დოქტორი დავით ჭითანავა აწარმოებდნენ. 
გენეტიკური კვლევა დღეს ქ. ხობში, ხეთისა და ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარდა.
პროექტი მიზნად ისახავს მეტი ინფორმაციის მოპოვებას იმ მიგრაციული მარშრუტების შესახებ, რომლითაც ადრეული ეპოქის ადამიანები გადაადგილდებოდნენ დედამიწის ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე. კვლევის მიხედვით დადგინდება ის დრო და პროცესი, როცა ადამიანები შევიდნენ კავკასიის ტერიტორიაზე და დასახლდნენ საქართველოს ამა თუ იმ მხარეში. კვლევის პროცესში ამ კითხვებს პასუხი ადამიანის დნმ-ს და გენეტიკური კოდების შესწავლით გაეცემა.