Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

2016-08-08
გოგა ჭითანავას და ლევან ტურავას სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში
8 აგვისტოს, ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, გოგა ჭითანავას სახელობის მინი- სტადიონზე, გაიმართა აგვისტოს ომის დროს დაღუპული გოგა ჭითანავასა და ლევან ტურავას სახელობის საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩები. ტურნირის გამარჯვებული ქ. ხობის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ხეთა (ცენტრი) , ანგარიშით 6-3 დაამარცხა; ხოლო მესამე ადგილზე ხეთა-ოლიმპია გავიდა. ტურნირის გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს, ასევე სხვადასხვა ინდივიდუალურ ნომინაციებში საუკეთესოდ დასახელებულებ ფეხბურთელებს თასები და სიგელები გადაეცათ.
ფინალურ მატჩს, გოგა ჭითანავას და ლევან ტურავას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.
2016-08-08
ხობში 8 აგვისტოს დაღუპულებს პატივი მიაგეს
8 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტში, აგვისტოს ომში დაღუპული 9 ხობელი გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს. ქალაქ ხობის წმინდა სამების სახელობის ტაძარში, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი, მღვდელმა იაკობ სურმავამ გადაიხადა. 
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებლის მოადგილეებმა და ადგილობრივი თვითმართველობის სხვა წარმომადგენლებმა, დაღუპულთა ოჯახების წევრებთან ერთად, ხობელი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. 
8 აგვისტოს მემორიალთან - გოგა ბერაიას, მიხეილ იოსავას, ლევან ჭოჭუას, დათა ხურცილავას, გოგა ჭითანავას, ზვიად დათუაშვილის, ლევან ტურავას, გოგიტა ქარჩავას, რამაზ კიტიას სახელთა უკვდასაყოფად ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „გმირები ხობიდან“ გაიმართა.
2016-08-08
დასრულდა კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში
8 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდა, 2004 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ჯარისკაცის, კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში. ტურნირში ახალსოფლის, საგვიჩიოს, შავღელეს, ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულების გუნდებთან ერთად, ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის, ხონის მეორე საარტილერიო ბრიგადის და ეროვნული გვარდიის გუნდები მონაწილეობდნენ. 
ფინალურ შეხვედრაში სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ფეხბურთელებმა, ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის გუნდი, ანგარიშით 2-1 დაამარცხეს. ტურნირის გამარჯვებულ და საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს, ასევე სხვა და სხვა ინდივიდუალურ ნომინაციებში საუკეთესოდ დასახელებულ ფეხბურთელებს თასები და სიგელები გადაეცათ.
სპორტული ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია და მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ბიუროს უფროსი რევაზ წულაია ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.