Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

2016-08-02
გილოცავთ ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღეს

2 აგვისტოს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია  წინასწარმეტყველ ილია თეზბიტელის, წმიდა მოწამე სალომე ქართველის, სპარსთაგან წამებულის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ანგელოზის დღეს აღნიშნავს. ამ დღესასწაულებთან დაკავშირებით, შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში მშენებარე ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში მღვდელი გიორგი გენძეხაძე სამადლობელ პარაკლისს გადაიხდის. 

2016-08-02
ქრისტინე ესებუა რიოს ოლიმპიურ თამაშებზე

5 აგვისტოს, ბრაზილიაში 2016 წლის ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები იწყება. რიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ქართველ სპორტსმენებთან ერთად, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ხობელი მშვილდოსანი ქრისტინე ესებუაც იასპარეზებს. რიოს ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალის წინ, სამბადრომზე შედგება მშვილდოსანთა სარეინტინგო შეჯიბრება, რომლის შედეგების მიხედვით დაწყვილდებიან როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური ტურნირის მონაწილეები. ინდივიდუალურ შეჯიბრებაში 64 მშვილდოსანი ქალი ჩაებმება, გუნდური მედლებისთვის კი 16 ქვეყნის ნაკრები იბრძოლებს.

2016-08-02
კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში
2 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში დაიწო 2004 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ჯარისკაცის, კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში. ტურნირში  ახალსოფლის, საგვიჩიოს, შავღელეს, ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულების გუნდებთან ერთად ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის, ხონის მეორე საარტილერიო ბრიგადის და ეროვნული გვარდიის გუნდები მონაწილეობენ. ტურნირი ოლიმპიური სისტემით ტარდება და ფინალური შეხვედრები 8 აგვისტოს გაიმართება.
სპორტული ღონისძიების გახსნის ცერემონიას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია  და მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ბიუროს უფროსი რევაზ წულაია ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით ხორციელდება.
2016-08-02
ქ. ხობში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. ქალაქ ხობში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე  სანიაღვრე და საკანალიზაციო  ჭების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც შპს „შარაგზამშენი პირველი“ ახორციელებს. სამუშაოს ღირებულება 7665 ლარია და ცხრა ადგილობრივია დასაქმებული.