Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

2016-08-01
სპორტული ღონისძიებების კალენდარი

2-8 აგვისტო, საგვიჩიო

2004 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის სამაჩაბლოში დაღუპული ჯარისკაცის კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში.

4-8 აგვისტო, ხეთა-გოგა ჭითანავას სახელობის მინი-სტადიონი

2008 წლის აგვისტოს ომის დროს  დაღუპული რეზერვისტისა და ჯარისკაცის გოგა ჭითანავას და ლევან ტურავას სახელობის თასის გათამაშება მინი ფეხბურთში.

8-12 აგვისტო - (ხეთა, შუა ხორგა, საჯიჯაო, ხობი)

ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ლელობურთში

10-12 აგვისტო, ხობი

ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ნარდში მიძღვნილი გოგი ბუკიას ხსოვნისადმი (მონაწილეობის უფლება აქვს ნარდით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს)

10-12 აგვისტო, ხობი

ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ჭადრაკში

(მონაწილეობის უფლება აქვს ჭადრაკით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს)

12 აგვისტო, ხობი

ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ქართულ ჭიდაობაში

(მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს 16 წლის ასაკიდან)

2016-08-01
მორაგბეები ახალი სპორტული ფორმებით იასპარეზებენ

ახალი სეზონიდან ხობელი მორაგბეები ახალი სპორტული ფორმებით იასპარეზებენ. ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ მიერ, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით  სასპორტო სკოლის რაგბის ჯგუფისთვის 880 ლარის ღირებულების, 16 ერთეული ფორმა იქნა შეძენილი.