Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

2016-07-28
გამგებელი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას გაეცნო
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და „სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების უზრუნველყოფის კომისია“ ძველი ხიბულის, ახალი ხიბულის, საჯიჯაოს და ბიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოქალაქეების განცხადების საფუძველზე ადგილზე გაეცნო მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. 
ხობის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა მოქმედებს, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახების (რომლებიც რეგისტრირებული არიან მონაცემთა ერთიან ბაზაში, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 ათას ქულას და რომელთა სახლები ავარიულ მდგომარეობაშია) სახლების შესაკეთებლად ერთჯერადი თანხით დახმარებას ითვალისწინებს. ამ დროისათვის, შვიდ ბენეფიციარს გაეწია 17000 ლარის დახმარება.
2016-07-28
ხობში ჰეპატიტის საერთაშორისო დღე აღინიშნა

28 ივლისს, ჰეპატიტის საერთაშორისო დღე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინიციატივით აღინიშნება. ჰეპატიტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ თანამშრომლებმა ქალაქ ხობის მოსახლეობასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გამართეს და ბუკლეტები დაურიგეს. 
ხობის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებულია C“ ჰეპატიტით დაავადებულთათვის საჭირო გამოკვლევის ნაწილობრივი დაფინანსება პროგრამული მკურნალობის დასაწყებად.

2016-07-28
გურიფულში კვირიკობა აღინიშნა
28 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოწამეთა კვირიკეს და ივლიტას ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში მშენებარე  წმინდა კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესიაში დეკანოზმა კირიონ დარასელიამ პარაკლისი გადაიხადა, მოეწყო ფოტო-გამოფენა „გურიფულის მატიანე“, ხოლო მოსწავლეთა მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. 
დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.