Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

2016-07-15
გილოცავთ ვლაქერნობას
15 ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია  ღვთისმშობლის სამეოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს აღნიშნავს. ხელთუქმნელი სამოსელი უკვე საუკუნეებია საქართველოშია, რომელიც დადიანების ისტორიულ მუზეუმში ინახება. 
  დღეს, ღვთისმშობლის კვართი  ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარშია  დავანებული, სადაც  მომლოცველები საქართველოდან  და მსოფლიოს სხვადასხვა მართლმადიდებლური ქვეყნებიდან  ჩამოდიან. 
   ვლაქერნობის დღესასწაულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. ხობის მუნიციპალიტეტიდან მრევლთან და სასულიერო პირებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა იმყოფებოდნენ.
    მომლოცველებს მთელი დღის განმავლობაში  შესაძლებლობა ექნებათ, ემთხვიონ ამ უდიდეს სიწმინდეს.
 
2016-07-15
ინდირა და ლიზი ზარანდიების კუთხე ხობის ბიბლიოთეკაში

15 ივლისს ქ. ხობის თედო სახოკიას სახელობის ბიბლიოთეკაში 13 ივნისს ტრაგიკულად დაღუპული ინდირა და ლიზი ზარანდიების სახელობის კუთხე გაიხსნა.  

  ხობელმა,   ჰამბურგის  გამოყენებადი  მეცნიერების უნივერსიტეტის,  ლოჯისტიკის ფაკულტეტის  მეოთხე კურსის სტუდენტმა თამთა ხარამიშვილმა, თედო სახოკიას ბიბლიოთეკას, დები ზარანდიების კუთხისთვის  70   ქართულ, გერმანულ  და ინგლისურ ენოვანი წიგნები გადმოსცა. თამთა ხარამიშვილი ლიზი და ინდიარას მეგობარი იყო, რომლის იდეითაც და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით  გაიხსნა  ზემოთ  ხსენებული კუთხე.

    ინდირა და ლიზი ზარანდიების უკვდავსაყოფად მათმა თანატოლებმა გამოთქვეს სურვილი, რომ ყოველი წლის 13 ივნისს თითო წიგნი შემატონ ბიბლიოთეკას.

   ხობელებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს 13 ივნისს  დაღუპულები  და პატივი მიაგეს  13 ივნისს და  გუშინ საფრანგეთში ქალაქ ნიცაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა სულებს. ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად  დები ზარანდიების  ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.