Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

2016-07-13
სოციალურ–ეკონომიკური ინიციატივები დევნილთათვის

 13 ივლისი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში  ფონდმა „აფხაზინტერკონტის“ წარმომადგენლებმა (AIC) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს“ ფინანსური მხარდაჭერით, პროექტ – „სოციალურ–ეკონომიკური ინიციატივები, ახალი შესაძლებლობები, კონსტრუქციული და მდგრადი გარემო დევნილთათვის” განსახორციელების მიზნით  ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. 

     პროექტის მიზანია - დევნილთა შემოსავლების გაზრდა, განსახლების ადგილებზე   სოციალურ–ეკონომიკური ინტეგრაცია და სახელმწიფო დახმარებაზე დამოკიდებულების შემცირება.
   პროექტი    ითვალისწინებს იძულებით გადაადგილებული პირების სასოფლო/სამეურნეო და სოციალური მიმართულების ინიციატივებისბ მხარდაჭერას შემდეგ სამიზნე მუნიციპალიტეტებში:  მესტია, აბაშა, სენაკი, ხობი, ზუგდიდი, წალენჯიხა.
    პრიორიტეტი მიენიჭება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გრძელვადიანი განსახლების პროგრამის (მათ შორის, „სოფლად სახლის“  პროექტის) ფარგლებში საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილ დევნილებს.
პროექტით  გათვალისწინებულია  – ბენეფიციართა 30%  – ნი თანადაფინანსებით:
სასოფლო/სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა:
-        მიკრო  გრანტები სასოფლო სამეუნეო ინიციატივების მხარდაჭერაში;
-        სასოფლო/სამეურნეო იარაღების შესყიდვა;
-        სასოფლო /სამეუნეო ტექნიკის/მექანიზაციის შესყიდვა;
-        თვითდასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური ინიციატივების მხარდაჭერა, ისეთები, როგორიცაა მცირე საშემოსავლო ინიციატივებისა და თვითკმარობაზე მიმართული პროექტები;
   პროექტის ფარგლებში, სამიზნე რეგიონებში, იმერეთში 70 და სამეგრელო, ზემო სვანეთში 90 ბენეფიციარი, გაიუმჯობესებს საარსებო წყაროებისადმი წვდომას.  მათი შემოსავლები გაიზრდება 35–40% – ით, მოხდება დევნილი ოჯახების მიგრაციის შემცირება და განსახლების ადგილებზე  მგრადი სოციალურ–ეკონომიკური   ინტეგრაციის  ხელშეწყობა.
 
2016-07-13
კულტურის სახლში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
   13 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებლის მოადგილემ ვარაზ გაბედავამ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ქ. ხობში  კულტურის სახლში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები  დაათვალიერეს. 
  პროექტისთვის  საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან    849 849 ლარი გამოიყო.  ამ ეტაპზე მიმდინარეობს სარდაფისა და პირველი სართულის ფოიეს სადემონტაჟო სამუშაოები.  2016 წელს შესრულდება მხოლოდ 500 000 ლარის სამუშაოები, მიმდინარე სამუშაოებს  შპს „კომპანიონი“  აწარმოებს.  
   კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი შარშან განხორციელდა, მოეწყო კულტურის სახლის სახურავი, მოხდა სახურავის ხის კონსტრუქციის ცეცხლდაცვა, წყალსაწრეტი მილების და ძაბრების მოწყობა, ელექტროსამონტაჟო და სხვადასხვა ტიპის სამუშაოები.
   კულტურის სახლში სარეაბილიტაციო  სამუშაოების მეორე ეტაპი, სადაც   ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული  დეკემბერში დასრულდება.