Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

2016-07-01
პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისია
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და „პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 23 ივნისის N139 ბრძანების შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 30 ივნისის N01-363-07 ბრძანებით შეიქმნა, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან არსებული კოლეგიური ორგანო - პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
  მახარე ჩოკორაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე - კომისიის თავმჯდომარე;
  დოდო გაბუნია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
 ლევან ქავთარაძე - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე - კომისიის წევრი;
 ლევან ღვინჯილია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის, ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი - კომისიის წევრი;
 თეონა ტურავა - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში - კომისიის წევრი;
პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) დამდგენი კომისია გასცემს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირის ცხოვრების ან/და კონკრეტულ დღეს ყოფნის დამადასტურებელ ცნობას, რომლის საფუძველზეც პირს შეიძლება დაუდგინდეს საქართველოს მოქალაქეობა.