Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 

2016-06-28
ხობელი მოსწავლე შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკურსის გამარჯვებულია
ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე გვანცა ბარბაქაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ სოციალური კამპანიის „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში გამოცხადებული ნახატებისა და ესეების კონკურსის გამარჯვებულია.
კონკურსში გამარჯვებულ ხობელ მოსწავლეს პლანშეტური კომპიუტური გადაეცა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სკოლებში გამოაცხადა. კონკურსის მთავარი თემა იყო „ერთად დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები, ერთმანეთის გულისთვის“.
სკოლის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი 150 ესედან და 300 ნახატიდან სპეციალური ჟიურის წევრებმა 9 გამარჯვებული და 21 გამორჩეული ნაშრომი გამოავლინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ გრძელვადიანი, ფართომასშტაბიანი სოციალური კამპანია 2015 წელს დაიწყო. კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
 
2016-06-28
ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა მაგიდის ჩოგბურთში

28 ივნისს, ხობის კულტურის სახლის ფოიეში სტარტი აიღო ხობის მუნიციპალიტეტის პირველობამ მაგიდის ჩოგბურთში. ტურნირი ოლიმპიური სისტემით ტარდება და მასში ადმინისტრაციული ერთეულების 32 წარმომადგენელი ღებულობს მონაწილეობას.

ტურნირის ფინალური შეხვედრები და დაჯილდოების ცერემონია 4 ივლისს გაიმართება.

სპორტული ღონისძიება ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ორგანიზატორი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურია.

2016-06-28
ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ბუკია, ადმინისტრაციული სამსახურის შესაბამისი განყოფილებების მოსამსახურეებთან ერთად ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონში და საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო.
2016 წლის 27 მაისს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონსა და „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში  განხორციელდა ცვლილებები, რომელთა თანახმად მუნიციპალიტეტების გამგებლებს/მერებს დაეკისრათ კონკრეტული ვალდებულებები.
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ  კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ყველა მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი ვალდებული იქნება, საქართველოს მოქალაქეობის დადგენის მიზნით შექმნას მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული კოლეგიური ორგანო - პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) დამდგენი კომისია, რომელიც გასცემს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირის ცხოვრების ან/და კონკრეტულ დღეს ყოფნის დამადასტურებელ ცნობას, რომლითაც პირს შეიძლება დაუდგინდეს საქართველოს მოქალაქეობა. 
ამავე  დროს, „სამოქალაქო  აქტების  შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებით კანონით გათვალისწინებული შეტყობინებისა და შესაბამისი დოკუმენტების, თვითმმართველი ერთეულის შესაბამის დასახლებაში პირის დაბადების შესახებ შეტყობინების, გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის   შედგენის   და   გარდაცვალების   ფაქტის   შესახებ   ოქმის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში გაგზავნა ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს დაეკისრა.