Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 

2016-06-27
ჭყონდიდელის N6-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის ეზოს კეთილმოწყობა დასრულდა

ქალაქ ხობში, გიორგი ჭყონდიდელის N6-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში დაიგო  ასფალტ-ბეტონის საფარი და მოეწყო სანიაღვრე სისტემა. სამუშაო, რომლის ღირებულებაც 43459.62 ლარია, შპს „შარაგზამშენი პირველმა“ განახორციელა. ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოზე 16 ადგილობრივი იყო დასაქმებული. ხოლო, ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო და ეზოს შემოკავების სამუშაოები. სამშენებლო სამუშაო, რომლის ღირებულებაც 26999 ლარია, ხუთი ადგილობრივია დასაქმებული.

2016-06-27
შეხვედრა ევროპის ჩემპიონთან

27 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ევროპის ჩემპიონ ნუგზარ წურწუმიას შეხვდნენ და ჩემპიონატზე მიღწეული დიდი წარმატება მიულოცეს. ევროპის ჩემპიონმა და მისმა მწვრთნელებმა - მამუკა ყორშიამ, სურაჯი გვასალიამ და ბაკურ ბუკიამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან  ბოლო პერიოდში ჭიდაობის სფეროში მიღწეულ წარმატებებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

თვითმმართველობის წარმომადგენელთა განცხადებით მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე პირველ და საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენების დასაჯილდოვებლად ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტში თანხაა გათვალისწინებული, რომელიც წარმატებულ სპორტსმენებს წლის ბოლოს დაგეგმილ დაჯილდოების ცერემონიაზე გადაეცემათ.

შეგახსენებთ, რომ რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა და ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის" სასპორტო სკოლის მოჭიდავემ ნუგზარ წურწუმიამ და 50 კილოგრამ წონითკატეგორიაში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.