Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 

2016-06-21
სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვების რეგისტრაცია
➤ ხობის მუნიციპალიტეტის  საბავშვო ბაგა-ბაღებში 2016-2017 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის  რეგისტრაციის პროცესი დაიწყება 1 ივლისს.  სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვების რეგისტრაციაზე მოთხოვნის დაფიქსირება შესაძლებელია:
✅  ხობის მუნიციპალიტეტის 29 საბავშვო ბაღში;
✅  ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანებაში“ (ც. დადიანის ქ. № 169)
სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვების რეგისტრაციისთვის წარმოსადგენია შემდეგი  დოკუმენტაცია:
✅  ნოტარიულად დამოწმებული დაბადების მოწმობის ასლი /2 ეგზემპლარი/
✅  ჯანმრთელობის ცნობა;
✅  ფოტოსურათი  (3X4 -2 ცალი)
✅  მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.
შენიშვნა : ჯანმრთელობის ცნობაში დაფიქსირებული უნდა იყოს ინფორმაცია აცრების    შესახებ.
➤ რეგისტრაციის განაცხადზე გადაწყვეტილების მიღება
            საბავშვო ბაღში რეგისტრაციის განაცხადის დაფიქსირების შემდეგ,  განაცხადი გადაწყვეტილების მისაღებად იგზავნება სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორთან .
რეგისტრაცია შესაბამისი ასაკის მიხედვით
✅ ბაგის ასაკობრივ ჯგუფში  რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში -15 სექტემბერს  2 წლის იქნება.
✅ ბაღის ჯგუფში  კი რეგისტრირდება  ყველა ის ბავშვი, რომელსაც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში -15 სექტემბერს   შეუსრულდება  3 წელი.
საბავშვო ბაღებში  ჩირიცხვისას გასათვალისწინებელი პრიორიტეტები
საბავშვო ბაღებში, აღსაზრდელთა რეგისტრაციისა და ჩარიცხვის პროცესში, პრიორიტეტები ენიჭებათ  შემდეგი კატეგორიის ბავშვებს:
✅ სოციალურად დაუცველი  ოჯახის ბავშვები ;
✅ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;
 იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით;
 
ჩარიცხვის პროცესი
 განაცხადის დამუშავების შედეგად  გაერთიანების დირექტორის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ  ბავშვი  ჩაირიცხება  შესაბამის საბავშვო ბაღში.
✅   აღსაზრდელთა   ჩარიცხვა განხორციელდება  10 აგვისტოდან 20 აგვისტომდე 
✅   ჩარიცხულთა აღსაზრდელთა  სია გამოიკვრება შესაბამის სკოლამდელ დაწესებულებაში
საბავშვო ბაგა-ბაღებში 2016-2017 სასწავლო-სააღმზრდელო წელი 15 სექტემბერს დაიწყება.  
 
ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება
2016-06-21
„ცოცხალი წიგნები" ხობში
21 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტს ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში მწერლები ესტუმრნენ. სტუმრებს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაიამ უმასპინძლეს. შეხვედრას კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შუალაია ესწრებოდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მწერლებს ხობის მუნიციპალიტეტის კულტურაზე, განათლებაზე და ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრნენ.
შეხვედრის შემდეგ კულტურის სახლის ფოიეში გამართულ ლიტერატურულ საღამოზე ეთერ თათარაიძემ, ამირან არაბულმა, მარსიანმა (გია ბენიძე), მანანა დუმბაძემ, რობერტ მესხმა, ნინია სადღობელაშვილმა, შარლოტა კვანტალიანმა და შორენა ლებანიძემ დამსწრე საზოგადოებას თავიანთი შემოქმედება გააცნეს, საკუთარი ნაწარმოებებიდან ფრაგმენტები წაიკითხეს და მათი შექმნის ისტორია გააცნეს. შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა ქალაქ ხობის თედო სახოკიას სახელობის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები და ლიტერატურული პრესა გადასცეს.
პროექტი "ცოცხალი წიგნები", რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად ისახავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებისა და ქალაქების საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში, მწერლების სტუმრობას, მკითხველთან შეხვედრას და მათ დაახლოებას წიგნთან.