Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 

2016-06-20
„წიგნების თაროს“ მეორე სეზონში ხობის N2 საჯარო სკოლა მიიღებს მონაწილეობას

ინტელექტუალური ტელეთამაშის „წიგნების თაროს” მეორე სეზონში, შემოქმედებითი ჯგუფის გადაწყვეტილებით სსიპ ხობის N2 საჯარო სკოლა მიიღებს მონაწილეობას. შემოქმედებითმა ჯგუფმა, სულ 32 სკოლის გუნდი შეარჩია, რომლებიც სექტემბრიდან გამარჯვებული სკოლის ტიტულისთვის იბრძოლებენ.
„წიგნების თაროს” ორიგინალური ქართული ტელეთამაშია, რომლის მონაწილეებიც 15-16 წლის მოზარდები არიან. პროექტის თემატიკას მხატვრული ლიტერატურა წარმოადგენს და შესაბამისად გამარჯვებისთვის მთავარი არის წიგნიერება. შეჯიბრში მონაწილეობს, სამ-სამი მოთამაშით დაკომპლექტებული, ორი სკოლის გუნდი. შეჯიბრი 7 რაუნდისგან შედგება, რომელთაგან ერთი გულშემატკივრების რაუნდია. ყველაფერი კი ბლიც-ტურით სრულდება. ასევე, თამაშში მონაწილეობს მოწვეული სტუმარიც, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი, რომელიც რიგ შემთხვევებში მოთამაშეების დახმარებას ცდილობს.

2016-06-20
ხობის სალოტბარო სკოლა საანგარიშო კონცერტზე
19 ივნისს, თბილისში, „ილიას ბაღში“ სალოტბარო სკოლების საანგარიშო მოსმენა-კონცერტი გაიმართა. კონცერტზე ხობის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა „შენ ხარ ვენახი“ და ძაბრალე“ შეასრულეს. ხობელი ბავშვების მაღალმა საშემსრულებლო ოსტატობამ მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
სალოტბარო სკოლებს საჩუქრად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ გამოცემული ალბომები და ცნობილი ქართველი შემსრულებლების აუდიო ჩანაწერები გადაეცათ.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა სამების საკათედრო ტაძარში სალოტბარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები დალოცა.
2016-06-20
შეხვედრა ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან
20 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია უძღვებოდა. 
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილდა ყურადღება. გამგებელმა თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დასრულების შესახებ მოისმინა ინფორმაცია და დამსწრე საზოგადოებას მიწის დარეგისტრირების გამარტივების მიზნით კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე ესაუბრა. 
გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსმა ანტონ ვარდიამ გამგებლის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია აგროდაზღვევის (პროგრამა ხორციელდება სახელმწიფო თანადაფინანსებით), ხოლო შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსმა შოლინა კანკიამ ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული სოციალური პროგრამების შესახებ.
შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები ვარაზ გაბედავა და მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
2016-06-20
2016-6-20--01-58_pm