Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 

2016-06-19
საფეხბურთო ტურნირი საჯარო მოხელეთა მონაწილეობით დასრულდა

19 ივნისს, ზუგდიდში, „ბაიას“ საფეხბურთო ბაზაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების და სამხარეო ადმინისტრაციის სამოყვარულო გუნდების საფეხბურთო ტურნირის ფინალური თამაში გაიმართა, სადაც ერთმანეთს ხობის და აბაშის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებით დაკომპლექტებული გუნდები დაუპირისპირდნენ. საინტერესო და ემოციური თამაში აბაშის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა. 
გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს, ასევე სხვადასხვა ინდივიდუალურ ნომინაციაში საუკეთესოდ დასახელებულ ფეხბურთელებს თასები და მედლები გადაეცათ.
ტურნირი, რომლის ორგანიზატორი სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაა, მიზნად ისახავდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებას. საფეხბურთო ტურნირი „ახალგზარდობის წლის“ ფარგლებში გაიმართა. წელს რეგიონის მასშტაბით არაერთი ახალგზარდული ღონისძიებაა დაგეგმილი. 2016 წელი ახალგზარდობის წლად მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ, მიმდინარე წლის დასაწყისში გამოაცხადა.