Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 

2016-06-16
მოჭიდავეთა წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

13-15 ივნისს, ქალაქ ბათუმში გაიმართა მსოფლიო ჩემპიონის დავით ბენდელიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.სპორტულ ღონისძიებაში საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის და უკრაინის ნაკრებმა გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.

 

ტურნირი შედეგიანი გამოდგა ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის" სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჯგუფის მოსწავლეებისთვის (მწვრთნელ-მასწავლებლები: მ.ყორშია , ა. ხუნჯუა, ბ.ბუკია, ს.გვასალია):

გოგა პერტახია - 58კგ წონით კატეგორია III საპრიზო ადგილი.

ნიკა ყორშია - 63კგ წონით კატეგორია III საპრიზო ადგილი.

თემურ გოგოხია - 69 კგ წონით კატეგორია III საპრიზო ადგილი.

ორგანიზატორებმა პრიზიორ სპორტსმენებს შესაბამისი ხარისხის მედლები, თასები და სიგელები გადასცეს.

2016-06-16
"ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ პროგრამა ხობში
ხობის მუნიციპალიტეტის სამ ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული ბიბლიოთეკის მატარიალური ბაზა განახლდა. 
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია ჭალადიდის ბიბლიოთეკას ეწვივნენ, გამგებლის წარმომადგენელთან და ბიბლიოთეკართან ერთად განიხილეს კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების ერთობლივად განხორციელების, წიგნადი ფონდის განახლების, ახალგაზრდების სხვადასხვა ღონისძიებებში ჩაბმის საკითხები და პროექტ "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" ფარგლებში მიღებული კომპიუტერული ტექნიკა გადასცეს.
„საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის“, IREX– „საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტის "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" ფარგლებში კომპიუტერული ტექნიკა ყველა საჭირო მოწყობილობით (კომპიუტერის კომპლექტი, ინტერნეტი, საბეჭდი მოწყობილობა და ა.შ.) ასევე გადაეცა პირველი მაისის და ხამისკურის ბიბლიოთეკებს.
2016-06-16
მამუკა ყორშიას საქართველოს სპორტის დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ბრძანებით ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის" სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჯგუფის მწვრთნელ-მასწავლებელს მამუკა ყორშიას მიენიჭა საქართველოს სპორტის დამსახურებული მწვრთნელის წოდება.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ულოცავს ღვაწლმოსილ მწვრთნელს დამსახურებულ აღიარებას და უსურვებს წარმატებებს პირად და პროფესიულ საქმიანობაში.