Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 

2016-06-14
N1 საბავშვო ბაგა-ბაღის „სასკოლო მზაობის ჯგუფის
14 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის თედო სახოკიას სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ქალაქ ხობის N1 საბავშვო ბაგა-ბაღის „სასკოლო მზაობის ჯგუფის" აღსაზრდელთა მონაწილეობით შემეცნებით-გასართობი ხასიათის ღონისძიება „გზა სკოლისაკენ“ გაიმართა. ბავშვებმა დამსწრე საზოგადოებას, მათ მიერ სასწავლო წლის განმავლობაში „სასკოლო მზაობის პროგრამის“ ფარგლებში შესწავლილი როლური თამაშებში და შემცნებით-გასართობი ტიპის აქტივობები, სიმღერები და ცეკვები წარუდგინეს.
სტუმრებმა სასკოლო მზაობის ჯგუფის აღსაზრდელებს მიულოცეს მათთვის ესოდენ მნიშვნელოვანი დღე და წარმატებები უსურვეს სკოლისკენ მიმავალ გზაზე.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია და ა(ა)იპ ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორი ელისო კვიკივინია, აღსაზრდელთა მშობლები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2016-06-14
ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი

6-10 ივნისს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ესტონეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრის ორგანიზებით საქართველოს რეგიონების, მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად ესტონეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია.

 

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ესტონეთის რესპუბლიკის პარნუს რეგიონის გუბერნატორთან კალევ კალიუსტესთან, ლაანემაას რეგიონის გუბერნატორთან ნეემე სურთან, ესტონეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრის დირექტორთან მარიე მარდისალუ-კაჰართან და ადგილობრივი თვითმმართველობების ესტონეთის კავშირის თავმჯდომარესთან კურმეტ მუურსეპთან. ასევე, ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები ევროკავშირის უდიდესი რძის გადამამუშავებელი საწარმო, ნარჩენების მართვის ცენტრი, წყლის მართვის სადგური და ესტონეთის ელექტრონული მომსახურებების ცენტრი ეწვიენ. 

შეხვედრებზე, ესტონურმა მხარემ დელეგაციის წევრებს გააცნო ევროინტეგრაციის პროცესში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები. ყურადღება გამახვილდა ადგილობრივი თვითმმართველობის, სოფლის მეურნეობის, ასევე, რეგიონული და ინფრასტრუქტურული განვითარების საკითხებზე. ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა ევროინტეგრაციის პროცესში მოსახლეობის ინფორმირებულობისა და ჩართულობის მნიშვნელობა.

 

ვიზიტის შემაჯამებელ შეხვედრაზე დელეგაციის წევრებს ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეა ახვლედიანმა უმასპინძლა.