Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 

2016-06-13
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა აცხადებს აუქციონს

აუქციონის პირობები იხილეთ დანართი   

2016-06-13
13 ივნისის ტრაგედია

13 ივნისის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. ხობის წმინდა სამების სახელობის ეკლესიაში დეკანოზმა კირიონ დარასელიამ სტიქიის შედეგად დაღუპული ინდირა და ლიზი ზარანდიების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებლის მოადგილეებმა ვარაზ გაბედავამ და მახარე ჩოკორაიამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს ინდირა და ლიზი ზარანდიების ხსოვნას და მათი საფლავი ყვავილებით შეამკეს.

2016-06-13
ხობის N1 საჯარო სკოლა თეატრალური კონკურსის გამარჯვებულია

1-9 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით და ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება (დღეები) „ქართული ტოლერანტობა მეფე აიეტიდან დღემდე“ გაიმართა. 
პროექტის ფარგლებში განხორციელდა არაერთი სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობა, რომელიც საქართველოს ეროვნულ უმცირესობებს მიეძღვნა.
მოსწავლეთა თეატრალური წარმოდგენების კონკურსში ხობის N1 საჯარო სკოლა ნოდარ დუმბაძის მოთხრობა „ჰელადოსის“ მიხედვით დადგმული ამავე სახელწოდების სპექტაკლით (რეჟისორი მარინა ჯღარკავა) წარსდგა მაყურებლის წინაშე და კონკურსის გამარჯვებული გახდა. 
კონკურსის ფარგლებში ჟიურიმ სამ ნომინაციაში გამარჯვებულად ხობელი მონაწილენი დაასახელა:
საუკეთესო სცენარი და სცენის გაფორმება;
მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის (დათო ბოჭორიშვილი და კოკა გოგენია);
საუკეთესო რეჟისორი (მარინა ჯღარკავა).
გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრები (წიგნები) და სიგელები გადაეცათ