Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 

2016-06-12
საფეხბურთო ტურნირი საჯარო მოხელეთა მონაწილეობით

11 ივნისს, ზუგდიდში, „ბაიას“ საფეხბურთო ბაზაზე სტარტი აიღო საფეხბურთო ტურნირმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების და სამხარეო ადმინისტრაციის სამოყვარულო გუნდების მონაწილეობით, რომლის ორგანიზატორი სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაა.
ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა, მარტვილი ანგარიშით 3-1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ტურნირის შემდეგ ეტაპზეა, ასევე გავიდნენ გუბერნატორის ადმინისტრაციის, ჩხოროწყუს, აბაშის და ფოთის გუნდები.
საფეხბურთო ტურნირს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან შონია ადგილობრივი თვითმმართველობების წარმოდგენლებთან ერთად ესწრებოდა.
ტურნირის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებაა. საფეხბურთო ტურნირი „ახალგზარდობის წლის“ ფარგლებში იმართება. წელს რეგიონის მასშტაბით არაერთი ახალგზარდული ღონისძიებაა დაგეგმილი. 2016 წელი ახალგზარდობის წლად მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ, მიმდინარე წლის დასაწყისში გამოაცხადა.