Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 

2016-06-10
დასრულდა სასპორტო სკოლის პირველობა ბილიარდში
10 ივნისს ქ. ხობში, კინოთეატრ „თუთარჩელაში“ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის პირველობა ბილიარდში (პული) დასრულდა, რომელშიც 24 ნორჩი მობილიარდე მონაწილეობდა. 
ტურნირის გამარჯვებული გიორგი ლაგვილავა გახდა, მეორე ადგილი ნუკრი ქობალიამ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე გიორგი სიხარულია გავიდა. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ მობილიარდეებს თასები, მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
სპორტული ღონისძიების დახურვის ცერემონიას ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი ნინა ბუკია და „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ დირექტორი ხათუნა ხორავა ესწრებოდნენ.
ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის" ორგანიზებით განხორციელდა.
2016-06-10
ხობელი მორაგბის წარმატება

ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის" სასპორტო სკოლის  რაგბის ჯგუფის მოსწავლე გიორგი ჭურღულია „დიდი 10“-ს გუნდ „ჯიქის“ შემადგენლობაში ჩაირიცხა.  ახალგაზრდა ხობელი მორაგბე „ჯიქის“ მორაგბეებთან ერთად ივარჯიშებს, პარალელურად     საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში ჩაებმება და კლუბის მიერ ერთი წლის განმავლობაში სტიპენდიაც დაენიშნება. ასევე, გიორგი ჭურღულიას მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ პროექტში, სადაც მეფუტკრეობას შეასწავლიან. გიორგის ეს პირველი ნაბიჯები წარმატებებისაკენ  პროექტ "რაგბი აქაურობას" ფარგლებში განხორციელდა.